თსუს პირველი კორპუსის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თსუს პირველი კორპუსის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
18:52 21.06.2019
თსუ- ის პირველი კორპუსის წინ სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ.

თსუ-ის ეზოში 9 სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, გუშინ, პარლამენტის შენობაში, რუსი დეპუტატის მიერ პარლამენტის თავჯდომარის სავარძელის დაკავებას აპროტესტებენ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი აპოლიტიკურები არიან და ემიჯნებიან ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ მოწოდებას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე, სერგეი გავრილოვმა მიმართვა ოკუპანტის ენაზე პარლამენტის თავჯდომარის სკამიდან გააკეთა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოყვა.

ბეჭდვა