ხვალ დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ხვალ დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
16:39 21.06.2019
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 22 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრავეიშვილის, ჩიტაძის, უკლებას, მთაწმინდის, მოსიძის, ბესიკის და ვილნიუსის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივერის ქუჩის მაცხოვრებლებს.


ბეჭდვა