გუშინ ღამით საავადმყოფოში 80 პოლიციელი გადაიყვანეს
გუშინ ღამით საავადმყოფოში 80 პოლიციელი გადაიყვანეს
14:27 21.06.2019
გუშინ ღამით რუსთაველის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების დროს 80 პოლიციელი დაშავდა.

ისინი სამკურნალოდ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის მათი უმეტესობა უკვე გაწერილია ჰოსპიტალიდან.

მკურნალობას კი 7 პოლიციელი განაგრძობს, რომელთაც თავის ტვინის შერყევა აღენიშნებათ.

ექიმების განცხადებით არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„რეგიონულ ჰოსპიტალში 81 პაციენტი შემოვიდა, აქედან 79 გახლდათ სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენელი. 7 სამართალდამცავი ამ დროისთვის სტაციონარულ მკურნალობაზე იმყოფება, ტვინის შერყევის დიაგნოზით ნევროლოგიურ დეპარტამენტში“, - განაცხადა ინგოროყვას კლინიკის დირექტორმა, ნათია ნუცუბიძემ.




ბეჭდვა