სენაკის მერიაში ტურისტული პოტენციალის განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
სენაკის მერიაში ტურისტული პოტენციალის განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
12:12 21.06.2019
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსს ლევან წულაიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) წარმომადგენლებს - ალექსანდრე დოლბაიას, ედიშერ ბაღათურიას, ედუარდ ფარცვანიას - შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალა და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს შეეხო, განისაზღვრა ის პრიორიტეტები, რაც ამ მიმართულებით ხელს შეუწყობს სენაკის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციასა და უკეთ წარმოჩენას.
ბეჭდვა