დიდუბის რაიონში უსაფრთხოების მოაჯირების მონტაჟი ხუთ მისამართზე მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში უსაფრთხოების მოაჯირების მონტაჟი ხუთ მისამართზე მიმდინარეობს
17:43 20.06.2019
დიდუბის რაიონის გამგეობა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე უსაფრთხოების მოაჯირების მოწყობას განაგრძობს.

ამ ეტაპზე სამუშაოები ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. ყიფიანის ქუჩის N20-ში, ბოხუას ქუჩის N10-ში, ასევე, დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-10, მე-3 კვარტლის მე-11 და მე-4 კვარტლის მე-13 კორპუსებთან მოაჯირების მოწყობის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია „რეალ ენერჯი“ ასრულებს.

მიმდინარე წელს მსგავსი ტიპის სამუშაოები ექვს მისამართზე განხორციელდა.

ბეჭდვა