მიტროპოლიტ კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) 23 ივნისს, ბაგრატის ტაძარში დაკრძალავენ
მიტროპოლიტ კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) 23 ივნისს, ბაგრატის ტაძარში დაკრძალავენ
16:42 20.06.2019
მიტროპოლიტ კალისტრატეს გარდაცვალებას საქართველოს საპატრიარქო განცხადებით ეხმაურება.

"საქართველოს საპატრიარქო დიდი მწუხარებით იუწყება, რომ დღეს, დილის 05:00 საათზე, ოცდათექვსმეტი წლის მღვდელმთავრული მოღვაწეობის შემდეგ, ღვთივ განისვენა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (მარგალიტაშვილი) . ღმერთმა აცხოვნოს მისი უკვდავი სული" - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

მიტროპოლიტს ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში, 23 ივნისს, კვირას, 14:00 საათზე დაკრძალავენ.
ბეჭდვა