ჩუღურეთის რაიონს ხვალ შუქი გაეთიშება
ჩუღურეთის რაიონს ხვალ შუქი გაეთიშება
15:42 01.03.2012
ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო, ხვალ 10:00-დან 16:00 საათამდე აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, წინამძღვრიშვილის, კლდიაშვილის, თვალჭრელიძის, ჯავახიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის და მის მიმდებარე ქუჩებს შუქი გაეთიშება.

გათიშულ აბონენტების ელექტრომომარაგება სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება.




ბეჭდვა