არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დღეს, სასტუმრო „ბეტსში“,
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობის მონიტორინგის შუალედური შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, პრეზენტაცია მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება და მასში მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, საელჩოების, ცესკო-ს, სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის, სამოქალაქო რეესტრისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ.
პროექტი ევროპის საბჭოსა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ამომრჩეველთა სიის სრულყოფის პროცესს კომისიის საქმიანობის მონიტორინგის, გამოცდილების გაზიარებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების გზით.
