დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტროენერგია გაეთიშება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტროენერგიის მიწოდება 10-დან 14:00 საათამდე დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონებს შეეზღუდება.
შეზღუდვა 10-დან 17:00 საათამდე ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბახტრიონის, იყალთოს, ქავთარაძის და მიმდებარე ქუჩებს, წერონისის, ჟღენტის, ზედამზის და მიმდებარე ქუჩებს, აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის და მიმდებარე ქუჩებს შეეხება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ენერგომომარაგება დაბა წყნეთს, გუმათჰესის, მოსკოვის, იდუმალის და მიმდებარე ქუჩებს, ბოროდინის, ფაღავას, გურჯაანის, მარტყოფის, ირბახის, მთავარანგელოზის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
11-დან 17:00 საათამდე გლდანის მასივის VI მიკრორაიონს, 12-დან 15:00 საათამდე ბენდელიანის ზემო დასახლების, სანავარდოს, ზეკარის, სვირის, ლისაშვილის, მირზაანის, ასურეთის, კიშინიოვის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
