სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის უანგარო დონაციისთვის დააჯილდოვეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის უანგარო დონაციისთვის დააჯილდოვეს
09:56 18.06.2019
სისხლის დონორთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უანგარო დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ცენტრის ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ოთხი წელია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს უანგაროდ გასცემენ.
ბეჭდვა