გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში 77 წლის ეთერ ტურიაშვილს საკუთარმა შვილმა ყელი გამოჭრა.
გარდაცვლილი ქალბატონი დღეს შემთხვევით, ოჯახში მისულმა მეზობელმა აღმოაჩინა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ქალბატონი სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია. მკვლელმა დანაშაულის დაფარვის მიზნით გვამს ქსოვილი და პოლიეთილენის პარკები გადააფარა.
პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. მეზობლების თქმით, მალხაზ ტურიაშვილი ფსიქიკურად აშლილია და დედას ფიზიკურ შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა.
ტურიაშვილების ბინაში კრიმინალისტები მუშაობენ. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
