თეთრიწყაროს, ჭიათურისა და საჩხერის რაიონებს ხვალ და ზეგ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
თეთრიწყაროს, ჭიათურისა და საჩხერის რაიონებს ხვალ და ზეგ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
16:04 15.08.2012
ენერგოსექტორში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ და ზეგ ელექტროენერგიის მიწოდება თეთრიწყაროს, ჭიათურისა და საჩხერის რაიონის სოფლებს შეეზღუდება.

როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცნობეს, თეთრიწყაროს რაიონის სოფლების 3 890 აბონენტს ელექტროენერგია ხვალ 10.00 საათიდან 20.00 საათამდე არ მიეწოდება.

17 აგვისტოს 09.00 საათიდან 18.00 საათამდე დენის მიწოდება შეეზღუდება საჩხერის რაიონის სოფლებს - ქორეთს, სარეკს და ჭორვილას, სულ 4 200 აბონენტს, ხოლო ჭიათურის რაიონში, დარკვეთს, ზოდს და ბუნიკაურს–საერთო ჯამში 6 500 აბონენტს.

ბეჭდვა