ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 5 მილიონ ლარს მიაღწიოს
ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 5 მილიონ ლარს მიაღწიოს
10:37 14.06.2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს კვლავ ითვლიან. ერთი

კვირის განმავლობაში ხარაგაული უხვმა ნალექმა ორჯერ დააზარალა.

წინასწარი გათვლებით, ზარალმა შესაძლოა 5 მილიონ ლარს მიაღწიოს.

სტიქიის ადგილზე ადიდდა მდინარეები, დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები, დაიხოცა ფრინველი და პირუტყვი.

ხარაგაულის მერის თანაშემწის, ლაშა გელაშვილის განმარტებით, სტიქიის ადგილას მობილიზდა სპეცტექნიკა, პირველ ეტაპზე გაიწმინდა საუბნო-სასოფლო გზები.

მოსახლეობისადმი მიყენებული ზარალის დასათვლელად სპეციალური კომისია მუშაობს და ამის შემდეგ გადაწყდება, რა ზომებს მიიღებენ შედეგების აღმოსაფხვრელად.

 

ბეჭდვა