„საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებლებს ამატებს
 „საქართველოს რკინიგზა“  თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის  მიმართულებით სამგზავრო მატარებლებს ამატებს
16:50 13.06.2019
ამერიკული ჯგუფის „Black Eyed Peas“ კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, აღნიშნულ რეისებზე ბილეთები სრულად იქნა შეძენილი. „საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით, დაემატა სამგზავრო მატარებლები, რომლის ბილეთებიც ასევე მოკლე დროში გაიყიდა. „საქართველოს რკინიგზამ“ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და გაზრდილი მგზვრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, თბილისიდან სპეციალური რეისები დანიშნა, რომლებსაც გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.

მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

15;16;17/06/2019 თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena- თბილისი #852/851 ჯრტ

გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი

08:50 13:20 14 :15 18:25 19:20 23:59

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets და Biletebi.ge მობილური აპლიკაციით. 

ბეჭდვა