როდის და როგორ უნდა ამობეჭდონ აბიტურიენტებმა საგამოცდო ბარათები
როდის და როგორ უნდა ამობეჭდონ აბიტურიენტებმა საგამოცდო ბარათები
16:40 13.06.2019
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ბარათების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შესაძლებელი იქნება 20 ივნისის შემდეგ.

⤵️ამისათვის, ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე, პირად გვერდზე (სადაც ირჩევთ გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ნახულობთ შედეგებს) უნდა გამოიყენოთ ღილაკი - „დაბეჭდეთ ბარათი“.

➡️ბარათზე მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.

➡️ მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ) გარეშე.

➡️საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება თქვენი საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
ბეჭდვა