საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები   13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
14:58 13.06.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ასევე, ისინი 13 ივნისს დაღუპული მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელში, აღაიანში იმყოფებოდნენ, სადაც გარდაცვლილი გმირის ოჯახს შეხვდნენ და მისი მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ზურაბ მუზაშვილმა 13 ივნისის ღამეს, სამაშველო ოპერაციის დროს, 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
ბეჭდვა