ხარაგაულის სოფლები ძლიერმა წვიმამ ისევ დააზარალა
ხარაგაულის სოფლები ძლიერმა წვიმამ ისევ დააზარალა
10:58 13.06.2019
ხარაგაულის სოფლებში ისევ სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ მდინარებეი - ზვარულა და ჩხერიმელა აადიდა. ყველაზე დიდი ზიანი მიადგა სოფელ ზვარეს. დაზიანებული და ჩაკეტილია ხიდები, დაღუპულია შინაური ცხოველები, განადგურებულია სახნავ-სათესი მიწები.

პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა.

როგორც ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ აღნიშნა, ზარალს უკვე ითვლიან.

"წაღებულია რამდენიმე საქათმე და ცხოველთა სადგომები. ყველაზე დიდი ზარალი არის სოფლის ხიდ-ბოგირები სოფელ ანიულაში და სოფელ ზვარეში. ასევე სამანქანო დიდი ხიდია ჩავარდნილი სოფელ დიდვაკეში" - განაცხადა ხარაგაულის მერმა.

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იყვენ საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლები.
ბეჭდვა