თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში დამწვრობის დიაგნოზით მოთავსებული წლინახევრის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „ნიუსპრესს“ რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ბავშვი ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამის მკურნალობას გადის.
მედიკოსების განცხადებით, პაციენტს II-III ხარისხის დამწვრობა სახისა და გულ-მკერდის არეში აღენიშნება. ბავშვს სხეულის 12% აქვს დამწვარი.
მან დამწვრობა ცხელი წყლის გადასხმის შედეგად მიიღო. მცირეწლოვანი რეფერალურ საავადმყოფოში ქუთაისიდან გადაიყვანეს.
