საქართველოს დღეს ბოლივუდელ პროდიუსერთა ჯგუფი ეწვია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბოლუვუდელი პროდიუსერები ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდებიან.
პროდიუსერთა ჯგუფი საქართველოში ფილმ "ბილა 2-ის" გადაღებასთან დაკავშირებით იმყოფება. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ფილმის პირველი ნაწილი გასული წლის ნოემბერში გადაიღეს.
