თბილისში, თემქის მე-11 მიკრორაიონში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც „ნიუსპრესს“ სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი თემქაზე ბალახს გაუჩნდა. დამწვარია დაახლოებით 2 ჰექტარის ფართობი.
ადგილზე 3 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ხანძარს სერიოზული სახის ზარალი არ გამოუწვევია.
