თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება დაახლოებით 14:00 საათისთვის აღუდგება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პრესსამსახურში განუცხადეს, წყლის შეწყვეტის მიზეზი გვიან ღამით ცაბაძის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთაზე მომხდარი დაზიანებაა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება მალევე დაიწყება.
წყალი ამ დრომდე წერეთლის, თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის გამზირებს, თევდორე მღვდლის, ჯავახიშვილის, წინამძღვრიშვილის, ხეთაგუროვის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
