ლებარდეს გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო
ლებარდეს გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო
11:37 10.06.2019
მარტვილში, კურორტ ლებარდემდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.

პირველი ეტაპის სამუშაოები გზის ექვს კილომეტრიანი მონაკვეთის დაგებას ითვალისწინებს.

სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტალერი – ლებარდეს საავტომობილო გზის მშენებლობა ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებასთან ერთად ითვალისწინებს რკინა-ბეტონის კიუვეტების, რკინა-ბეტონის მილების, გაბიონების, არხების, მიერთებების და ეზოების შესასვლელების მოწყობას.

პროექტის ღირებულება 3 600 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

ტალერი-ლებარდეს გზის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.


ბეჭდვა