ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონ ლარს აღემატება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონ ლარს აღემატება
13:17 09.06.2019
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ძლიერმა წვიმამ და ღვარცოფმა ზიანი მიაყენა.

არსებული ინფორმაციით, ზარალის ოდენობა მილიონ ლარს აღემატება. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გავრცელებული ცნობით, ამჟამად შლამისგან გაწმენდილია სოფელ ლეღვნიდან მარელისის კაპნარი-კელასოურის უბანში შემავალი ხიდი, ამავე უბანში აღდგენილია გზა, რომლითაც იქამდე ისარგებლებს მოსახლეობა, ვიდრე დიდვაკე-ლეღვნის დამაკავშირებელი გზა არ აღდგება.

ბეჭდვა