გარემოს ეროვნულ სააგენტოში მდინარეების ადიდების საშიშროებებზე საუბრობენ
გარემოს ეროვნულ სააგენტოში მდინარეების ადიდების საშიშროებებზე საუბრობენ
12:05 08.06.2019
7 ივნისს დღის ბოლოდან და 8 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

დასავლეთ საქართველოს მთაში და მაღალმთაში მოსულმა და მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარის დნობამ შესაძლებელია მდ.ენგურის შენაკადებზე წყლის დონემ მაღალ ნიშნულს მიაღწიოს.
ბეჭდვა