აკაკი წერეთლის გამზირზე შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
აკაკი წერეთლის გამზირზე შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
17:42 07.06.2019
დიდუბის რაიონის გამგეობა აკაკი წერეთლის გამზირზე, კორპუსების ეზოებში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს.

ამ ეტაპზე, სამუშაოები მიმდინარეობს აკაკი წერეთლის გამზირის N12 და N13 კორპუსებთან, სადაც დიდუბის გამგეობამ სანიაღვრე ქსელი მოაწესრიგა და მოსახლეობას დიდი ხნის პრობლემა მოუგვარა.

ასფალტის საფარის მოწესრიგების სამუშაოები ასევე, მიმდინარეობს აკაკი წერეთლის გამზირის N95ა-სა და 99ა-ში მდებარე კორპუსებთან, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება.

პროექტის ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანია აღნიშნულ მისამართებზე გზის ამორტიზებულ საფარს 3 257 კვ.მ ფართობზე შეაკეთებს.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 4 863 კვ.მ ფარობზე უკვე დასრულდა აკაკი წერეთლის გამზირის N67-ში, დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-18 და 21-ე კორპუსებთან, ასევე, მე-2 კვარტლის მე-12 და მე-13 კორპუსებთან.

საგზაო სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიები „ბი ემ სი“ და „დრო“ ახორციელებენ.
ბეჭდვა