ელენე მეტრეველის საკონფერენციო დარბაზში კორნელი კეკელიძის სახელობის რიგით 125-ე სემინარი გაიმართა
ელენე მეტრეველის საკონფერენციო დარბაზში კორნელი კეკელიძის სახელობის რიგით 125-ე სემინარი გაიმართა
16:56 07.06.2019
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ელენე მეტრეველის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კორნელი კეკელიძის სახელობის რიგით 125-ე სემინარი.

მოხსენება წაიკითხა ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა მაია რაფავამ თემაზე „გრიგოლ ნაზიანზელის ორი ჰომილიის გრიგოლ ოშკელისეული თარგმანების რედაქციულობის საკითხისათვის“.

წარმოდგენილი მოხსენება ნაწილია იმ კვლევისა, რომელიც მიმდინარეობს საერთაშორისო პროექტით, გამოჩენილი ბიზანტიელი მწერლისა და თეოლოგის, გრიგოლ ნაზიანზელის (IV საუკუნე) ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლის მიზნით.
ბეჭდვა