"ილიაუნიში" საბუნებისმეტყველო ლაბორატორია გაიხსნა
"ილიაუნიში" საბუნებისმეტყველო ლაბორატორია გაიხსნა
14:38 01.03.2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ლაბორატორია დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა.

ახალ ლაბორატორიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ექსპერიმენტები ჩატარდება.

ლაბორატორია TEMPUS -ის პროექტის "სტუდენტთა აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში" (SALiS) ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ბუნებისმეტყველების სწავლების პროცესში ექსპერიმენტული მეთოდების ჩართვას ისახავს.

(SALiS)-ის პროექტი უნივერსიტეტებს აკადემიური სფეროს გაძლიერებაში, პერსონალის ტრენინგისა და სასწავლო ლაბორატორიების აღჭურვის მეშვეობით ეხმარება.

პროექტში სხვადასხვა ქვეყნის ათი უნივერსიტეტი მონაწილეობს.

ბეჭდვა