თბილისი მარიოტში სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება
თბილისი მარიოტში სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება
18:22 06.06.2019
ხვალ სასტუმრო თბილისი მარიოტში სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება, რომელსააც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრებიან.

ღონისძიებას გახსნის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 7 ივნისი სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

ეს დღე მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, წელს პირველად აღინიშნება.
2019 წელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია „სურსათის უვნებლობა ყველას გვეხება“.


ბეჭდვა