"ენერგო-პრო ჯორჯია" კომპანიის კუთვნილ ქსელზე საფრენი აპარატის შეხებას გამორიცხავს
"ენერგო-პრო ჯორჯია" კომპანიის კუთვნილ ქსელზე საფრენი აპარატის შეხებას გამორიცხავს
15:56 06.06.2019
დღეს დაბა სტეფანწმინდაში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით "ენერგო-პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს:

"სს ენერგო-პრო ჯორჯიას გამანაწილებელ ქსელში, გუდაური ყაზბეგის მიმართულებით, დღეს ავარიული გათიშვა არ მომხდარა. აღნიშნულ ქსელში ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს და შესაბამისად, კომპანიის კუთვნილ ქსელზე საფრენი აპარატის შეხება გამოირიცხა" - ნათქვამია განცხადებაში.

"ენერგო-პრო ჯორჯია" მწუხარებას გამოთქვამს დღეს ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო.
ბეჭდვა