"უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" საქართველოში სხვა ქვეყნების მოქალაქეების დასაქმებას ეწინააღმდეგება.
როგორც "უმუშევართა კავშირის" წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს, საქართველოს მოქალაქეების ტოტალური უმუშევრობის ფონზე, სხვადასხვა სამშენებლო ობიექტებზე და საწარმოებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები მუშაობენ.
"ქუთაისში პარლამენტის მშენებლობაზე ესპანელები ყავთ ჩამოყვანილი. იქ ქართველებიც მუშაობენ, მაგრამ ბევრად ნაკლები ანაზღაურებით, ვიდრე ესპანელები. რუსთავის მეტალურგიული ქარხანაში ძირითადად ინდოელები მუშაობენ", - აცხადებენ კავშირში.
ბრიფინგზე 26 წლის საქართველოს მოქალაქის ისტორიაც გაიხსენეს, რომელიც სამუშაოს ძებნისას უცხოეთში დაიღუპა.
