ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ სათნოების სახლი „კათარზისი“ მოინახულა და მის ბენეფიციარებს, პარლამენტის სახელით, სასურსათო პროდუქტები გადასცა.
ხანდაზმულთა პანსიონატის ბინადრებმა „კათარზისში“ სტუმრობისთვის დიმიტრი ხუნდაძეს და საქართველოს პარლამენტს მადლობა გადაუხადეს და დეპუტატებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.
"მნიშვნელოვანი დღე იყო ხანდაზმულთათვის, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესაბამის გარემოში უწევთ ცხოვრება, მათთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოდან ეწვევიან, მათი ცხოვრების პირობებს გაეცნობიან და საჩუქრებს გადასცემენ. მოხუცებულთა პანსიონატის ბინადრებისთვის დიდ საჭიროებას წარმოადგენს საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მსგავსი ტიპის შეხვედრები. შეხვედრაზე ხანდაზმულებმა გარკვეულ პოლიტიკოსებთან გასაუბრების სურვილი გამოთქვეს და მე მათ ამ სურვილის შესრულებას დავპირდი" - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
