USAID-ის პროექტს „ზრდა საქართვლოში“ და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება
USAID-ის პროექტს „ზრდა საქართვლოში“ და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება
18:04 05.06.2019
ხვალ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID-ის პროექტს „ზრდა საქართვლოში“ და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.

მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ძლიერი სეტყვის შედეგად, შიდა ქართლში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა. მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების დაზიანებული ფართობი 10 000 ჰექტრამდეა.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლობის მხარდასაჭერად USAID-ის პროექტ „ზრდა საქართვლოში“, რომელიც რეგიონში წლებია ოპერირებს, ახალ, 1 მლნ. დოლარის ღირებულების პროექტს იწყებს.

მემორანდუმს ხელს აწერენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, USAID-ის პროექტს „ზრდა საქართვლოში“ წარმომადგენელი და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი. ხელმოწერის ღონისძიებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი დაესწრება.
ბეჭდვა