სენაკში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
სენაკში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
13:13 05.06.2019
სენაკში, დღეს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ეკო-კლუბის ორგანიზებით, დასუფთავების აქცია მოეწყო.

აქციაში სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ეკო-კლუბის წევრებთან ერთად ჩაერთო.

პოლიეთილენის პარკებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა მეგრული ოდისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიები.

აქციის მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდაა.

ბეჭდვა