ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა მგალობლიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების
დაზიანებული მაგისტრალური ქსელის აღსადგენად სამუშაოები დაასრულა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, შეიცვალა მილის დაზიანებული მონაკვეთი და წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, დღეს დილის 07:00 საათიდან სრულად აღდგა.
ამ ეტაპზე, მგალობლიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაგებაც დასრულებულია და საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია.
