ბავშვთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
ბავშვთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
17:53 03.06.2019

ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის

დაცვის სააგენტომ, გონიო-აფსაროსის მუზეუმ ნაკრძალში უმასპინძლა საქველმოქმედო ფონდი ,,იალქანი“-ს ბენეფიციარებს. მოსწავლეებმა
✓ დაათვალიერეს, საგანმანათლებლო გაკვეთილებზე მოსწავლეების მიერ დამზადებული რომაული მოზაიკებისა და ქართული ორნამენტების გამოყენებით მოხატული ქოლგების გამოფენა.

✓ მიიღეს მონაწილეობა საბავშვო იმიტირებულ არქეოლოგიურ ველზე „ოქროს განძის“ აღმოჩენაში;

✓დაამზადეს თიხით სამუზეუმო ნივთების ასლები;

✓მონაწილეობა მიიღეს საგანამანათლებლო ვიქტორინაში;

✓ ჩაერთვნენ სახალისო თამაშებში: ტომრებით სირბილი,ბაგირის გადაწევა და ა.შ.

საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებში ჩართვა სასკოლო ასაკის ბავშვებს მთელი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.


 

ბეჭდვა