პირობით მსჯავრდებულებმა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა
პირობით მსჯავრდებულებმა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა
13:00 14.08.2012
სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ორგანიზებით, მარტვილის რაიონში აღრიცხვაზე მყოფმა 9 პირობით მსჯავრდებულმა, სოფელ ვედიდკარში მდებარე მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მე-17 საუკუნის ტაძრის განახლებაში მონაწილეობის სურვილი პრობაციონერებმა თავად გამოთქვეს. ისინი მშენებლებს ტაძრის სვეტების აღდგენაში და მათ შორის დამაკავშირებელი კედლის აშენებაში დაეხმარნენ. პრობაციონერებმა შეადგინეს მუშაობის გრაფიკი, რათა სამომავლოდ დაგეგმილ სამუშაოებში ორგანიზებულად ჩაერთონ.



ბეჭდვა