საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით, თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე არსებულ მრავალფუნქციურ ცენტრ „გალერიათბილისში“, ქართული ბრენდის ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნება.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით, თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე არსებულ მრავალფუნქციურ ცენტრ „გალერიათბილისში“, ქართული ბრენდის ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნება.
15:29 31.05.2019
ქალაქის ცენტრში არსებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის 78 ნომრიანი სასტუმრო, საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი და სტუმრებს კოფორტულ გარემოს სთავაზობს.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით ეს იქნება პირველი სასტუმრო რომელიც სავაჭრო ცენტრში იქნება ინტეგრირებული და სოციალურად აქტიურ სტუმრებს ხელს შეუწყობს დაგეგმონ და განახორციელონ წარმატებული ბიზნეს დატურისტული ვიზიტები.

„ჩვენ მიზნად დავისახეთ, ქალაქის ცენტრში გაჩენილიყო ადგილი, სადაც ადამიანი შეძლებდა სასიამოვნო გარემოში ძალების სრულფასოვან აღდგენას. მომხმარებელს ვპირდებით დედაქალაქის ცხოვრებაში მონაწილეობის საინტერესო დასაწყისს და სრულ კომფორტს. “ - აცხადებს სასტუმრო „რადიუსი“-სგენერალური დორექტორი ელენე შარიქაძე.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „რადიუსი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი პროექტია ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით.

2019 წლის მაისის თვის მდგომარეობით საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს.

ბეჭდვა