ე.წ. "ატსტუპნიკები" საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას უპირობოდ ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მათ პარლამენტის წინ აქცია გამართეს.
პოლიტიკური პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერის - გიორგი ლაღიძის განცხადებით ე.წ. "ატსტუპნიკები" სრულიად სამართლიანად ითხოვენ ბინების დაკანონებას.
"ჩვენ უკვე მრავალი აქცია გავმართეთ "ატსტუპნიკებთან" ერთად. პრაქტიკულად ამით აქციების ახალ ციკლს ვიწყებთ. აქციებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან გავმართავთ"- გიორგი ლაღიძემ.
ე.წ. "ატსტუპნიკები" საკუთარი საცხოვრებელი ფართების გარეშე საბჭოთა ეპოქაში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დარჩნენ, რადგან მესაკუთრესა და ბინათმოსარგებლეს შორის სიტყვიერი შეთახმება იდებოდა.
ამ ეტაპზე, დედაქალაქში 40 000-მდე "ატსტუპნიკია", რომელიც ბინის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს.
