დევიდ ზერა: განათლების სისტემაში ტექნოლოგიების ჩართვასთან დაკავშირებით მინისტრის ხედვა შთამბეჭდავია
დევიდ ზერა: განათლების სისტემაში ტექნოლოგიების ჩართვასთან დაკავშირებით მინისტრის ხედვა შთამბეჭდავია
15:05 29.05.2019
გლობალური სტარტაპ ფონდის ოფიციალურ გახსნაზე, რომელიც ქართულ სტარტაპებს მრავალმილიონიან ინვესტიციასთან უხსნის წვდომას, ციფრულ ტექნოლოგიებში საერთაშორისო ექპერტმა, დავიდ ზერამ პრროექტის შეფასებისას ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელ განათლება ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია.

„განათლების სისტემაში ტექნოლოგიების ჩართვასთან დაკავშირებით მინისტრის ხედვა შთამბეჭდავია. ჩემი აზრით, დღევანდელ რეალობაში განათლება ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანია მოხერხდეს ყველა თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა და წარმატებით გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში, ტექნოლოგიები ამარტივებს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას, ხოლო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში ნიშნავს იმას, რომ მომავალი თაობა შექმნის კიდევ უფრო დახვეწილ და უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და მოხარული ვარ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ჩართულობით, იმ ინვესტიციებით, რომლებიც განათლების სექტორის განვითარებაში იდება. მიმაჩნია, რომ რომ ეს სწორი გზაა“ - განაცხადა დევიდ ზერამ, რომელსაც მენეჯმენტში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს და ერთ-ერთი მენტორი და მრჩეველია სტარტაპის Screenz -https://scrnz.com/Screenz. ის ქმნის ციფრულ პლატფორმას 30-ზე მეტი მაუწყებლისთვის და საპროდიუსერო კომპანიისთვის. დევიდ ზერა აგრეთვე მუშაობს ისეთ მსხვილ სტარტაპებთან, როგორებიცაა: PAYLIX, Interatech,Monday.com

ბეჭდვა