დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს წყალმომარაგება შეუწყდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, შეზღუდვის
მიზეზი წიწამურში გამავალ 1400 მმ-იან VI მაგისტრალურ წყალდენზე გადაუდებელი საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაა.
ამ მიზნით, 10:00-დან 24:00 საათამდე წყალი სოფელ გლდანს, გლდანულასა და კონიაკის დასახლებებს, ზაჰესში „საქჰიდრომშენის“ საცხოვრებელ კორპუსებს, სარაჯიშვილის, ჩიქვანაიას, ბიჭვინთისა და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალმომარაგება ასევე, გლდანის მასივის IIIა, V, VI, VII, VIII მ/რაიონებს და თემქის III მ/რაიონს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროს შეეზღუდება.
ამავე საათებში წყალს ნუცუბიძის ფერდობების, ვაჟა-ფშაველას კვარტლების და ბაგების, სოფლების - წყნეთი, კიკეთი, ტაბახმელა, კოჯორი, წავკისის აბონენტები შეფერხებით მიიღებს.
10:00-დან 24:00 საათამდე წყალს მთაწმინდა-კრწანისის რაიონის მოსახლეობა დაბალი წნევით მიიღებს.
საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიის ტექნიკური ბრიგადები დილიდან შეუდგნენ.
