თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან
14:00 საათამდე ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირებს, ანტონოვსკაიას, თამარაშვილეის და საბურთალოს ქუჩებს გაეთიშება.
ელექტროენერგია 10-დან 17:00 საათამდე გრიშაშვილის, ბეთლემის, საადის, გორგასლის, თუმანიანის და აფხაზის ქუჩებს შეეზღუდება.
შეზღუდვა 10-დან 18:00 საათამდე დოლიძის და ჩუბინაშვილის ქუჩებს, ვარკეთილის მასივის X კვარტლის ნაწილს, სამრეწველო დასახლებას, გარდაბნის გზატკეცილს, ბოგდან ხმელნიცკის, საინგილოს, ბეღლეთის, ფშავის, კაიშაურის, სომხეთის ქუჩებს შეეხება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ელექტროენერგია ჭიჭინაძის და გუმათჰესის ქუჩებს, ბახტრიონის ქუჩას, დაბა წყნეთის აბონენტებს, კერძოდ, გურამიშვილის, რუსთაველის, ყაზბეგის, დიმიტრი ამილახვრის და თევდორე მღვდლის ქუჩებს არ მიეწოდება.
10-დან 18:00 საათამდე შუქი ასევე, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონს, ასურეთის, გეგუთის და ზეკარის ქუჩებს გაეთიშება.
