ფილარმონიასთან რუსული როკჯგუფის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
ფილარმონიასთან რუსული როკჯგუფის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
19:41 13.08.2012
ფილარმონიასთან რუსული როკჯგუფის „ფუსი რიოტის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ორგანიზატორმა ნინო ნაყოფიამ განუცხადა, ისინი ახალგაზრდებს სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საშუალებით დაუკავშირდნენ და სოლიდარობის აქციის გამართვა გადაწყდა.

„ის, რაც ამ ჯგუფის მიმართ ხდება, არასწორია. ჩემთვის მიუღებელია, რომ ჯგუფის წევრებს სამწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. ჩვენ სოლიდარულები ვართ ამ ჯგუფის წევრების მიმართ“ - განაცხადა ნაყოფიამ და დასძინა, რომ „ფუსი რიოტის“ მხარდამჭერი აქციები მთელ მსოფლიოში იმართება.

როკჯგუფის წევრები 3 მარტს დააკავეს. მათ ეკლესიაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო სიმღერა შეასრულეს.


ბეჭდვა