დავით გარეჯში მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს
დავით გარეჯში მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს
14:17 28.05.2019
დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსის ტერიტორიაზე დილიდან მშვიდობიანი აქცია იმართება.

მსვლელობას მონასტრის მრევლი და სასულიერო პირები უერთდებიან.

აქციის მონაწილეთა თქმით, მათი ქმედება ემსახურება ერთადერთ მიზანს - ერთად გააგონონ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ დავით გარეჯის ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის.

აქციის მონაწილეებმა სამონატრო კომპლექსს სიმბოლურად ჯაჭვი შემოავლეს და გეგმავენ, მსვლელობით ჩიჩხიტურის კოშკამდე მივიდნენ.

მშვიდობიანი აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის თქმით, მათი მთავარი გზავნილი არის ის, რომ დავით გარეჯი არის საქართველო - წინაპრების მიერ შენარჩუნებული ტერიტორია.

„ბუნებრივია, ქართველი ერი არ დაუშვებს, რომ გარეჯს რაიმე სახის საფრთხე შეექმნას“, - განაცხადა მეუფე ეფრემმა.

ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დილიდან არიან მობილიზებული დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს ერთობლივად ახორციელებენ.

ადგილზე იმყოფებიან შსს-ს წარმომადგენლებიც, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის არიან მობილიზებული.

ბეჭდვა