კომუნიკაციების კომისია ე.წ Must Carry-ს განხორციელების შესახებ მონაცემებს ავრცელებს
კომუნიკაციების კომისია ე.წ  Must Carry-ს განხორციელების შესახებ მონაცემებს ავრცელებს
16:43 13.08.2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ე.წ Must Carry-ს განხორციელების შესახებ მონაცემებს ავრცელებს. 

როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, 13 აგვისტოს მდგომარეობით, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული კომპანიების აბონენტების შესახებ შემდეგი მონაცემები ფიქსირდება - ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ 193 642 აბონენტს მიეწოდება, „მაესტრო“ 169 140 აბონენტს, ხოლო ტელეკომპანია „კავკასია“  - 160 758 აბონენტს.

რაც შეეხება „ტელეარხ 25“-ს, მისი სიგნალი 154 924 აბონენტზე ვრცელდება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მონიტორინგს განაგრძობს. მომდევნო დღეებში პერიოდულად, განახლებული მონაცემები გამოქვეყნდება.

Must Carry-ის პრინციპი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს - საკაბელო ოპერატორებს ავალდებულებს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში ყველა ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი განათავსონ, არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან სამ დღეში - 3 აგვისტოს შევიდა ძალაში.

ბეჭდვა