17:10 საათზე, საქართველოს 14 ქალაქთან ერთად, სახელმწიფო ჰიმნი „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზეც შესრულდება
17:10 საათზე, საქართველოს 14 ქალაქთან ერთად, სახელმწიფო ჰიმნი „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზეც შესრულდება
12:53 26.05.2019
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 17:10 საათზე, საქართველოს 14 ქალაქთან ერთად, სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება სტეფანწმინდაშიც, „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღეს, 13:00 საათიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დაიწყება.

საქართველოს ჰიმნს შეასრულებს აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა.“ 

1918 წლის 26 მაისს, ზუსტად 17:10 საათზე, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

ბეჭდვა