მთავარი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია 09:00 საათიდან მიმდინარეობს.
ღვთისა და ქვეყნის წინაშე ფიცს საზეიმოდ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტები დადებენ.
ფიცს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, პირველი ქალი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს.
თბილისის გარდა ფიცის დადება ხუთ ლოკაციაზე მოხდება: ზუგდიდში, რაჭაში, ქართლში, დუშეთში და ყვარელში.
5-ვე ლოკაციიდან პირდაპირი ჩართვით, ნაჩვენები იქნება ფიცის დადების ცერემონია.
