ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის 2019 წლის ლაურეატთა შორის ქართველი გამარჯვებულიც დასახელდა
ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის 2019 წლის ლაურეატთა შორის ქართველი გამარჯვებულიც დასახელდა
16:24 24.05.2019
ევროკავშირში რუმინეთის მუდმივი წარმომადგენლობის ოფისში ევროკავშირის ლიტერატული პრემიის 14 ლაურეატი დაასახელდა. გამარჯვებულთა შორის არიან :ლაურა ფროიდენტალერი (ავსტრია), პიია ლეინო (ფინეთი), სოფი დოლი (საფრანგეთი), რეკა მან-ვარჰეგი (უნგრეთი), ბექა ადამაშვილი (საქართველო), ნიკოს ქრისოსი (საბერძნეთი), იან ქარსონი (ირლანდია), ჯიოვანი დოზინი (იტალია), დიანა ოპოლსკაიტე (ლიტვა), მართა ძიდო (პოლონეთი), ტატიანა ტიბულეაცი (რუმინეთი), ივანა დობრაკოვოვა (სლოვაკეთი), ჰასკა შიანი (უკრაინა) და მელისა ჰარისონი (გაერთიანებული სამეფო).

რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის მინისტრმა ბატონმა ვალერ-დანიელ ბრეაზმა და ევროკავშირის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომისარმა ბატონმა თიბორ ნავრაჩიჩმა ოფიციალურად დაასახელეს გამარჯვებულები 2019 წლის 22 მაისს, ბრუსელში, ევროკავშირში რუმინეთის მუდმივ წარმომადგენლობაში.

"ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის მიზნები სრულ თანხვედრაშია რუმინეთის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის ამოცანებთან, რაც გულისხმობს ევროკავშირის მდიდარი კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების დაცვასა და ხელშეწყობას, საერთო ევროპული ფასეულობების გაძლიერებას, ჩვენი კულტურული და შემოქმედებითი სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარებას. ევროპული ლიტერატურა ჩვენი კულტურული იდენტობის ძირეული ნაწილია, რომელსაც, თარგმანის საშუალებით, წვლილი შეაქვს საერთო კულტურული სივრცის ჩამოყალიბებაში. მოხარული ვარ, რომ ლაურეატების ოჯახი გაფართოვდა და კიდევ უფრო მეტი წევრი შეიძინა ამ ავტორების სახით, რომელთა მომავალი თარგმანები, ევროკავშირის მოქალაქეების სასარგებლოდ, ქვეყნებს შორის ხარისხიანი ლიტერატურის", - განაცხადა ვალერ-დანიელ ბრეაზმა.
ბეჭდვა