თბილისის მერია 26 მაისს რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს
თბილისის მერია 26 მაისს რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს
11:43 24.05.2019
დედაქალაქის მერია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებას წარმოადგენს.

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია როგორც სადღესასწაულო, შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, ასევე - მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები.

თბილისის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები.

მათ შორის, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საკონცერტო პროგრამა Tbilisi Newcomers, ხოლო 10:00 საათზე - თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი ჩატარდება.

ასევე გამოფენილი იქნება სტენდები „ქალები საქართველოდან“, თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები და ა.შ.

დამოუკიდებლობის დღისამდი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თავისუფლების მოედანზე, 17:10 საათზე “ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას” შესრულდება, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლები „შვიდკაცა” და “მძლევარი” მიიღებენ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები:

საბავშვო გასართობი და შემეცნებითი პროგრამა - 10:00-19:00 საათი
• ილუზიონისტების შოუ;
• წყლის ბუშტების შოუ;
• ჯამბაზების შოუ;
• საცირკო სანახაობა;
• ზღაპრის გმირები;
• სახის მოხატვა;
• პროექტი „მოძრავი პლანეტარიუმი".

საბავშვო საკონცერტო პროგრამა - 12:00-17:30 საათი
• "მეკო სტუდიის"კონცერტი;
• "ბასტი ბუბუს" კონცერტი;
• "ანა-ბანას" კონცერტი;
• სტუდია "ჟოზეს" წარმოდგენა;
• ვაჟთა ანსამბლების წარმოდგენა - 17:10 საათი

სხვადასხვა აქტივობა - 12:00 -18:00 საათი
• მსვლელობა/პერფომანსი "დროში მოგზაური ორკესტრი"
• დიდი თოჯინა "მაღალი აბელა";
• მხატვარ ქეთი დავლიანიძის მასტერკლასი;
• "Street Art" მარი კახურიშვილთან ერთად.

საკონცერტო პროგრამა:
• თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 10:00 – 10:40 საათი
• Tbilisi Newcomers - 15:00-19:00 საათი

ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“ - 10:00-19:00 საათი

ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ- საგანმანათლებლო სივრცეები - 10:00-20:00:

• ინსტალაცია - "26 მაისი";
• ბუშტების ინსტალაცია - 17:10;
• ორიგამის ინსტალაცია;
• შუშის ინსტალაცია - "ფერადი კედელი";
• შუშის ინსტალაცია - "ლამპიონი";
• გამოფენა - "თბილისის ისტორია";

საინფორმაციო სტენდები და საგამოფენო სტენდები:

• „იცით თუ არა რომ“

• „ჩვენი დროის ადამიანები”

• „ქალები საქართველოდან”

• თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები

• „ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“ - 17:10 საათი


26 მაისი - ეს დღე ჩვენია!

ბეჭდვა