სამების ტაძარში მოსწავლეთა და მრავალშვილიან დედათა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა
სამების ტაძარში მოსწავლეთა და მრავალშვილიან დედათა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა
13:48 23.05.2019
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში, 24 მაისს, 18:00 სთ-ზე, გაიმართება საგანმანათლებლო ცენტრ „სან ქიდსი“-ს მოსწავლეთა და საზოგადოება „თბილისური სალონი საქართველოსთვის იბადებოდნენ“ მრავალშვილიან დედათა ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა, სახელწოდებით „ მომავალი თაობა მომავალი საქართველოსთვის“, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ღონისძიების მიზანია ხელმოკლე, მრავალშვილიანი ოჯახების და ნიჭიერი მომავალი თაობის აღმოჩენა, მათი უნარების განვითარების ხელშეწყობა.

მისამართი: ელიას მთა, წმ.სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.

ბეჭდვა