ლონდონის XXX ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად დაიხურა, ცერემონია გუშინ საღამოს ოლიმპიურ სტადიონზე შედგა.
ოლიმპიადაზე სპორტსმენთა 205 დელეგაცია მონაწილეობდა, გათამაშდა ჯილდოების 302 კომპლექტი, სპორტსმენებმა 39 სპორტულ დისციპლინაში იასპარეზეს.
გუნდური პირველი ადგილი აშშ-ს ნაკრებმა დაიკავა, რომელმაც სულ 104 მედალი მოიპოვა, აქედან 46 ოქრო, 29 ვერცხლი და 29 ბრინჯაო.
მეორე ადგილზე ჩინეთის ნაკრები გავიდა 87 მედლით, აქედან 38 ოქროა, 27 ვერცხლი და 22 ბრინჯაო.
მესამე ადგილი ოლიმპიადის მასპინძლებმა, ბრიტანელებმა მოიპოვეს. მათ სულ 65 მედალი ერგოთ - 29 ოქრო, 17 ვერცხლი და 19 ბრინჯაო.
ქართველმა სპორტსმენებმა შვიდი მედლის მოპოვება შეძლეს, აქედან, ერთადერთი ოქროს მედალი 20 წლის ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, ქართველების აქტივშია სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.
მომდევნო ოლიმპიური თამაშები 2016 წელს რიო-დეჟანეიროში გაიმართება.
